Area 51 და თამაშები[მითები თამაშებში?]

ჭორების მიხედვით “ზონა 51” აშშ-ს ყველაზე გასაიდუომლებული სამხედრო ბაზაა,სადაც როგორც ამბობენ კვლევებს ატარებენ უცხოპლანეტელებზე.ეს “ბაზა” არცერთ რუკაზე არ არის აღნიშნული და ის მსოფლიოს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. მისი არსებობა ოფიციალურად კი მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს აღიარეს. ამერიკის ხელისუფლება „ზონა 51“ არსებობას თითქმის 69 წლის მანძილზე მალავდა.2013 წლის აგვისტოს, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ როგორც იქნა აღიარა, რომ ეს ადგილი ნამდვილად არსებობს…  „ზონა-51“, რომელიც „ნევადას“ უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ბაზაა. მის შესახებ ლეგენდები ოდითგანვე დადიოდა.ის იმდენად გასაიდუმლოებული ობიექტი იყო, რომ აშშ-ს მთავრობა საგულდაგულოდ ანადგურებდა ყველა დოკუმენტს ამ პოლიგონზე, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებდა ხალხში, რომ ზონის ტერიტორიაზე  „მფრინავი თეფში“ ინახებოდა, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა 1947 წელს ჩამოაგდეს. ხმები დადიოდა იმაზეც, რომ „ზონა-51“-ში ექსპერიმენტებს ატარებდნენ უცხოპლანეტელებზე.მართალია აშშ-ს ხელისუფლებამ აღიარა ამ ბაზის არსებობა,მაგრამ მათ არ უთქვამთ რომ ისინი უცხოპლანეტელებზე ატარებენ ცდებს.ამ ჭორებმა მალევე აიტაცა კინოხელოვნება,დაიწერა წიგნებიც და თამაშებიც კი გამოვიდა.დღეს ჩვენ ამ თამაშებზე ვილაპარაკებთ.

პირველი თამაში რომელიც “ზონა 51”-ზე გამოვიდა იყო Area 51(1995).თამაში გამოვიდა CoJag არკადე სისტემისათვის.99_3.png

ცოტა მოგვიანებით 1998 ში გამოვიდა თამაში Area 51-Site 4.თამაში ისევ არკადე იყო და ისევ CoJag სისტემისთვის.ხოლო 2005 წელს თამაში პირველად გამოვიდა PC,PS2,Xbox პლატფორმებისთვის.ამ თამაშმა მოთამაშეების დიდი ყურადღება მიიფყრო და საკმაოდ კარგი შეფასებაც დაიმსახურა

Review:


 

GameRole: 8/10
GameSpot: 7.2/10
IMDB: 7.4/10
IGN: 8.5/10

2007 წელს თამაშის ბოლო ვერსია გამოვიდა სახელად: BlackSite: Area 51.თამაში ამჯერად გადავიდა Unreal Engine-ძრავზე და გამოვიდა PC PS3 და Xbox ოლატფორმებისთვის.თამაშს ნორმანული გრაფიკა და ანიმაციაც ქონდა.მაგრამ შეფასებით მან თავის წინამორბედს ვერ გადაუსწრო.

Reviews:


GameRole: 7.5/10
IGN: 6.4/10
IMDB: 6.7/10
GameSpot: 6.5/10

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თამაშებისა რომლებიც ამ “მისტიური” ადგილის შესახებაა შექმნილი.იმედიმაქვს ამ თამაშების ახალი ვერსიები კვლავ გამოვა და დეველოპერები გაგვანებივრებენ თავიანთი შემოქმედებითა და შესანიშნავი და საინტერესო ისტორიითა და გეიმფლეით.

Leave a comment